გია ხუხაშვილი: ხელისუფლებამ არ იცის რა ქნას - თუ მოახდენენ სამართლებრივ რეაგირებას, მაშინ შეიძლება შიდაპარტიული პრობლემები შეიქმნას
23-05-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი 22 მაისს სამეგრელოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" კრიზისია და თუ რამე არ შეიცვალა, შედეგები სავალალო იქნება.

 

 

”დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ნეგატიურ ინსტრუმენტზე, რის გამოც მოხდა 2012 წელს რეჟიმის გასტუმრება, არ ამბობს უარს. ამის შედეგია მურუსიძე სასამართლოში, ხშირ შემთხვევაში რეინკარნირებული და ნიღაბშეცვლილი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ”ქართულ ოცნებაში” და ”ზონდერების ინსტიტუტი”.

 

 

შესაბამისად, ამომრჩეველს უჩნდება შეკითხვა, რომ რატომ შევცვალეთ ხელისუფლება, რით ჯობია მოქმედი წინას, თუ ის ცდილობს, რომ სისტემა მოირგოს. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სახელსა და გვართან არ გვქონდა პრობლემა, ჩვენ გვქონდა პრობლემა იმ სისტემასთან, რომელსაც ის ქვეყანაში ამკვიდრებდა,” - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრობლემის ნაციონალური მასშტაბით განმეორების შემთხვევაში, ხელისუფლება კრიზისში აღმოჩნდება. გია ხუხაშვილი სამათალდამცავი ორგანოების უმოქმედობასა და ”ქართული ოცნების’ წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც აკრიტიკებს.

 

 

”პრაქტიკული შედეგები იქნება ძალიან მძიმე. იმიტომ, რომ თუნდაც ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, მინი კრიზისის მენეჯმენტი ვერ მოახდინა ხელისუფლებამ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა, საერთოდ უმართავ პროცესში გარდაიქმნას კრიზისი.

 

 

ხელისუფლებამ დღესაც არ იცის, რა ქნას. თუ მოახდენენ სამართლებრივ რეაგირებას, მაშინ შეიძლება შიდაპარტიული პრობლემები შეიქმნას, მეორე მხრივ, რეაგირების გარეშე დატოვებით, შეიძლება არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ქვეშ.

 

 

დილემის წინაშე დგას ხელისუფლება. ფაქტია, რომ შსს დუმს, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ინციდენტში მონაწილე ნებისმიერი პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ამასთან ერთად, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები კეთდება ”ქართული ოცნების” ელიტის მხრიდან, თითქოს ”ნაცებმა” თავად სცემეს საკუთარი თავი. მე ვფიქრობ, რომ სრული ინტელექტუალური, ორგანიზაციული და პოლიტიკური კრიზისია ”ქართულ ოცნებაში”. სახელმწიფოსთვის ამის შედეგები სავალალო იქნება, რამე თუ არ შეიცვალა,” -განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი