დავით ბაქრაძე - ქართველმა ხალხმა გუშინ ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას მკაფიო უარი უთხრა
23-05-2016, 06:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გამართული, საკრებულოს შუალედური არჩევნები შეაფასა. ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას მკაფიო უარი უთხრა - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

”ის, რაც გუშინ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა, იყო ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი საქართველოს მომავლისთვის, ვინაიდან გუშინ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უთხრა უარი ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას, რომელმაც ვერაფრით დაამახსოვრა თავი ამ ოთხი წლის მანძილზე, ვერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება და ვერ მოაგვარა ვერც ერთი პრობლემა, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს. გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ხელისუფლება, რომელსაც არ აწუხებს ხალხის მომავალი, საქართველოში დამარცხდება და მას მომავალი არ გააჩნია”, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

 

”ეს გამარჯვება დადასტურდა იმაშიც, რომ ოთხი ოლქიდან, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ”ნაციონალური მოძრაობა”, ორში გავიმარჯვეთ”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი