დავით უსუფაშვილი - მთავარია, რომ პოლიტიკოსები თავიანთი ოპონენტების საცემად არ იყვნენ მზად
23-05-2016, 06:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე გუშინ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გემოეხმაურა. ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

”მინდა გამოვეხმაურო იმ ძალადობის ფაქტებს, რამაც ყველა შეგვაშფოთა და აღგვაშფოთა. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი რჩევა, ჩემი ანალიზი და გაფრთხილება - ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება. ვინაიდან მე მჯერა, რომ დღეს ამ დარბაზშიც, პარლამენტშიც და მთლიანად საქართველოშიც გაცილებით მეტი ვართ ანტიზონდერები, ვიდრე ზონდერები და კონტრზონდერები. მე ზონდერებსა და კონტრზონდერებს შორის განსხვავებას ვერ და არ გავაკეთებ. ყველა, ვინც ძალადობრივი გზით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, ემსახურება იმას, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ საჭიროა აბსოლუტურად უკომპრომისო დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ერთ მხარეს იყო ოთხი ჯოხი, მეორე მხარეს ორი ქვა, ერთ მხარეს იყო ოთხი მუშტი, მეორე მხარეს - ერთი - ეს არის არასწორი საუბარი და ამაში არ უნდა ჩავერიოთ”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარია, რომ პოლიტიკოსები თავიანთი ოპონენტების საცემად არ იყვნენ მზად.

 

”უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ზოგადად მზად ვართ ვცემოთ პოლიტიკური ოპონენტი, მაშინ ამას ან საკუთარი ინიციატივით გავაკეთებთ, ან ვინმე თავს გვაცემინებს, ამიტომ საჭიროა ის, რომ არ ვიყოთ მზად პოლიტიკური ოპონენტის საცემად და ძალადობრივი გზით გასასწორებლად. მაშინ თავიდან ავიცილებთ, როგორც ძალადობის ინიციატივას, ისე მის პროვოცირებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი