ნინო გვენეტაძემ თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციას უმასპინძლა
23-05-2016, 07:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დღეს უზენაეს სასამართლოში თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციას უმასპინძლა.


როგორც guardian.ge-ს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქულ დელეგაციას თურქეთის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი, მეჰმეტ აქარჩა ხელმძღვანელობს. უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოს მთავარი პროკურორი - ირაკლი შოთაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე - გიორგი გოგაძე და უზენაესი სასამართლოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პალატის მოსამართლეები.


შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებზე.


„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და იუსტიციის სამინსიტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს მართლმსაჯულების გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. ამავე დროს, აქტიურად ვუჭერთ მხარს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის და რეფორმის წინადადებებს, რომელიც ეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას საქართველოში“ - აღნიშნა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.


„განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების განხორციელებას შიდა სასამართლო გადაწყვეტილებებში და ამ მიზნით საკასაციო საჩივრის საფუძვლებს ვაფართოვებთ. აღნიშნული ცვლილება უზენაესი სასამართლოს დატვირთულობას კიდევ უფრო გაზრდის.“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვისას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და საქმეთა ელექტრონულად განაწილების პრინციპთან დაკავშირებული საკითხები.


შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქართველ მოსამართლეებს გააცნო თურქეთის მართლმსაჯულების სისტემა და თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის ძირითადი ასპექტები. დელეგაციის ხელმძღვანელმა  ნინო გვენეტაძეს  მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და თურქეთის რესპუბლიკის სახელით უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიწვია მიმდინარე წლის 15-18 ოქტომბერს დაგეგმილ მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოში მათი ოფიციალური ვიზიტის მიზანია მართლმსაჯულების სფეროში ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბება.


უზენაეს სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სასამართლოს ისტორიული შენობა და მასში განთავსებული მართლმსაჯულების მუზეუმი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი