დავით ბაქრაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პოლიტიკური შერიგების კანონს მიიღებს
23-05-2016, 07:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური შერიგების კანონს მიიღებს, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

 

ბაქრაძის თქმით, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში ძალადობით და მუშტით გადაწყვეტილი პოლიტიკა დასრულდება.

 

„დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს კითხვა, რომ როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს ოქტომბერში და ხომ არ დაიწყება ანგარიშსწორების ახალი ტალღა. მე და მთელი ჩვენი გუნდი ვართ იმის გარანტი, რომ ოქტომბერში ის სირცხვილი, სისასტიკე, რაც გუშინ ვიხილეთ, დასრულდება. პირველი ორი კანონი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მივიღებთ, იქნება კანონი პოლიტიკური შერიგებისა და ბიზნეს ამნისტიის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან ვინ აფინანსებს, ჩვენ ყველა ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ამიტომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგს უნდა მოექცე პოლიტიკურად და ქვეყნის შიგნით მტრები არ უნდა ვეძებოთ. პირადად ჩემი მთავარი დაპირებაა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შეწყდება ძალადობა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი