„ადიგენის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტები ხორციელდება როგორც გზების დეპარტამენტისა და რეგიონული განვითარების ფონდის, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით“ - განუცხადა guardian.ge-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ.
ენდელაძის თქმით, მუნიციპალიტეტს წელს განსახორციელებელი აქვს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის, ასევე მცირე პროექტებიც, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.
„წელს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს დიდ პროექტებს. ეს არის ლაშე-მოხეს მიმრთულებით 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც წელს აუცილებლად დასრულდება. აქტიურად მიმდინარეობს ასევე ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელი გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენა.
რეგიონული განვითარების ფონდიდან ვახორციელებთ ასევე სხვადასხვა სამუშაოებს, კერძოდ, დაბა ადიგენის ადმინისტრაციულ ცენტრში სამ ქუჩაზე - ჩადუნელის, ბალახაშვილისა და თამარ მეფის ქუჩებზე დაიგო ასფალტი, რითაც ფაქტობრივად, ადიგენში ამოიწურა მოასფალტებითი სამუშაოები. ადმინისტრაციული ცენტრი მთლიანად არის მოწესრიგებული, თავისი სანიაღვრეებითა და კანალიზაციის სისტემით.
გარდა ამისა, აქტიურ ფაზაშია შესული ზანავი-პატარა ზანავი-ჭულეს მიმართულებით 3 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტებითი სამუშაოები. მიმდინარეობს ასევე ქვემო ენთელი-ზემო ენთელი-ფხერი-ოქროსციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სამ სოფელში - ჩორჩანში, პატარა სმადასა და დიდ სმადაში სასმელი წყლის ქსელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. წყალი მოგვყავს 4-5 კმ-ის დაშორებით მდებარე მაღალი მთიდან, რითაც საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემებს გადავჭრით მუნიციპალიტეტში.
გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება ასევე მთელი რიგი პროექტები - ეწყობა უდის სკვერი, სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კეთდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, ზედუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალ ადმინისტრაციულ შენობას ვაშენებთ, ასევე ადმინისტრაციულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვარხანისა და ხარჯამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გაკეთდა სამყური-ღორძესა და კახარეთი-უდის დამაკავშირებელი ხიდები“- განუცხადა ზაქარია ენდელაძემ guardian.ge-ს და დასძინა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი აღნიშნულ სამუშაოებზე 1.5 მლნ, ხოლო მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 700-800 ათას ლარს დახარჯავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.