ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს
23-05-2016, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ქობულეთში საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ  საკრებულოს მუნიციპალური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა პირველ კვარტალში განხორციელებულ ღონისძიებებზე.


როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ადგილობრივი ბიუჯეტი პირველ კვარტალში 31.4%-ით შესრულდა. ბიუჯეტის ფაქტიურმა შემოსავალმა 205 284 ლარი შეადგინა, ხოლო ხარჯმა - 4 905 956 ლარი, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ სფეროს 186 221 ლარი მოხმარდა, კულტურისა და განათლების სფეროს - 1 072 870 ლარი, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების მიზნით 2 579 851 ლარი დაიხარჯა, ხოლო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების მიზნით გამგებლის სარეზერვო ფონდიდან - 51 450 ლარი.


ქობულეთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მიწისძვრის შედეგად 146 ობიექტის მშენებლობა-აღდგენის, 16 ოჯახის ქირით უზრუნველყოფისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების გაწევის მიზნით ჯამში 121 893 ლარი ჩაირიცხა.


დღესვე საკრებულოს წევრებმა 2016 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაამტკიცეს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს უყარეს კენჭი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი