პრობაციის სისტემაში დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის გადასახადები გაუქმდა
23-05-2016, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილებით, პრობაციის სისტემაში სხვადასხვა სერვისებზე გადასახადები გაუქმდა. ამის შესახებ რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისის გახსნაზე მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა. ახალი კონცეფციის ოფისებში მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისის უფასოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

 


მინისტრის განცხადებით, გაუქმდა ორი გადასახადი: დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის სერვისის საფასური.

 


„თუ მსჯავრდებულთან შესახვედრად ოჯახის წევრს დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება არ აქვს, შესაძლებლობა ექნება ამ ოფისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ დაწესებულებას დაუკავშირდეს და 15 წუთის განმავლობაში არა მარტო უფასოდ გაესაუბროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრს, არამედ მისი გამოსახულებაც დაინახოს, “ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

 


ახალი კონცეფციის პრობაციის ბიუროების ოფისები ეტაპობრივად ყველა რეგიონში გაიხსნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი