ზუგდიდის პოლიციაში კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების მონაწილეების, თვითმხილველებისა და მედიის წარმომადგენლების დაკითხვა მიმდინარეობს
23-05-2016, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის პოლიციაში კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებს, თვითმხილველებსა და მედიის წარმომადგენლებს კითხავენ. დაკითხვიდან უკვე გამოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია.

 

 

„მე მართლა არ ვიცი ვისი მოყვანილები იყვნენ ის პოსრტსმენები, თუმცა, ვიცი ის, რომ პროვოკაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო. რაც შეეხება ზუგდიდის ადგილობრივი მთავრობის მხრიდან ამ დაპირისპირების დაგეგმვის შესახებ ინფორმაციას, მე არ მგონია, რომ ისინი ამაში გარეული იყვნენ. ჩვენ ვსწავლობთ ვითარებას, თუმცა, თუ რომელიმე მათგანს ამაში წვლილი მიუძღვის, გპირდებით, სათანადოდ დაისჯება“, - განაცხადა გვასალიამ.

 

 

დაკითხვიდან გამოვიდა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი აკაკი მინაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ობიექტური გამოძიების ილუზია არ აქვს. ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან ”რუსთავი2”-ის (ემა გოგოხია) და პირველი არხის (ნატო ვერულავა) რეგიონული კორესპონდენტები და ასევე ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესის“ კორესპონდენტი თამარ ზანთარაია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი