"არაადეკვატური პრემიერ-მინისტრი გვყავს"
21-07-2014, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სიურპრიზი არ იქნება თუ ამ მთავრობის დამტკიცებას პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ სამთავრობო ცვლილებების თაობაზე კომენტარისას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "არაადეკვატური პრემიერ-მინისტრი გვყავს".

 


"მან ისევ ვერ გაიგო მოსახლეობის გზავნილი. მოსახლეობას აწუხებს სამუშაო ადგილების ნაკლებობა და ეკონომიკური პრობლემები. ამ დროს ნოდარ ხადური ისევ ადგილზე რჩება. მოსახლეობას აწუხებს კრიმინალი და ალექსანდრე ჭიკაიძე ადგილზე დატოვა. გარემოს დაცვის მინისტრს შეცვლიან თუ არა, ეს არანაირი მესიჯი არ არის მოსახლეობისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ღარიბაშვილი არ იღებს და ყველაფერს წყვეტს ივანიშვილი, რომელიც დაპირებების შესრულებაზე ორიენტირებული არ არის. ცხადია, არ იქნება სიურპრიზი თუ ამ მთავრობას მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ნადირაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ. აქედან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი