დღეს სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ რჩეულ ქობულეთელებთან შეხვედრა გაიმართა. ქობულეთის კულტურის ცენტრისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ ერთობლივი პროექტი წელს მეხუთედ ჩატარდა. საზეიმო საღამო ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ანსამბლმა „ქობულეთმა“ და ჩაისუბნის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა გაამრავალფეროვნეს.
როგორც guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი „რჩეული ქობულეთელი“ 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია იმ ადამიანთა გამოვლენა, რომლებმაც საკუთარი შრომით, საქმითა თუ ცხოვრებით გარკვეული წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტისა და ხალხის სამსახურში. პროექტის შესაბამისად 2015 წლის „რჩეული ქობულეთელების“ ათეული საზოგადოების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
საღამოს საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს ორგანიზატორებისაგან რჩეულ ქობულეთელებს სიგელები გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.