საფრანგეთის დედაქალაქში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მთავრობის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და გარემოს დაცვის მიზნით ახალი გადასახადების დაწესებას აპროტესტებენ.
აქტივისტებს ბანერები ეჭირათ წარწერით: "საფრანგეთი განრისხებულია". დემონსტრანტები პრეზიდენტს გადადგომისკენაც მოუწოდებდნენ, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო პოლიცია. აქტივისტებმა სამართალდამცველებს ქვები და შაშხანები დაუშინეს. აქციის მსვლელობისას პოლიციამ 262 დემონსტრანტი დააკავა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 19 სამართალდამცველის დაშავების შესახებ.
დემონსტრანტების განცხადებით, ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის წინააღმდეგ მოქმედებს და ისინი ამდენ ახალ კანონს ვერ შეეგუებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.