ევროპული უსაფრთხოების სისტემა საფრთხის ქვეშაა რევიზიონისტური, რევანშისტული რუსეთის გამო, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყირიმის შემთხვევა პირველი იყო, როცა ერთმა ევროპულმა ქვეყანამ მეორეს ძალისმიერი გზით ტერიტორია წაართვა. თუმცა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა საკუთარი ინტერესების მისაღწევად, რუსეთმა შეიარაღებული ძალები გამოიყენა. მისი არმია დიდი ხანია აკონტროლებს ტერიტორიას საქართველოსა და მოლდოვაში და იყენებს სეპარატისტულ ძალებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოჩნდნენ. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ეს არის იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილი, რომელზეც ნატო-მ რეაგირება უნდა მოახდინოს. თუმცა, რუსეთმა საპირისპირო პოზიცია დაიკავა და საკუთარ პერიფერიაზე არასტაბილურობისა და ქაოსის დათესვა დაიწყო, იქნება ეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა თუ სირია, სადაც ასადის რეჟიმის მხარდამხარ იბრძვის“, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.