ეკა ბესელია: ფრთხილად, მაგრამ ძალიან პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს ძალადობის მონაწილეები
24-05-2016, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამართალდამცველებს სწრაფად უნდათ რეაგირება იმ ფაქტებზე, რაც სამეგრელოში მოხდა, ამავდროულად, ეს რეაგირება უნდა იყოს სამართლიანი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.

 

 

„ფრთხილად, მაგრამ ძალიან პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს ძალადობის მონაწილეები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

რაც შეეხება იმას, ვიდეოკადრები არის თუ არა საკმარისი დამნაშავეთა დასადგენად, ბესელიას თქმით, კადრები არის ერთ-ერთი კარგი ხელშემწყობი ფაქტორი, თუმცა ამავდროულად მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვები.

 

 

ამასთან, ბესელიას განმარტებით, გამოძიება არ ჭიანურდება იმის გამო, რომ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და აცხადებს, რომ დამნაშავეებს ხელს არავინ დააფარებს.

 

 

ბესელია პრემიერის ინიციატივასაც გამოეხმაურა კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ  და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებისთვის პარლამენტი მზად არის. 

 


„ცვლილებები კანონში უკეთესია, რომ უფრო ფართო დისკუსიით ხდებოდეს, მაგრამ რადგან მოცემულობა არის ასეთი, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენ გვჭირდება კიდევ დამატებით საკანონმდებლო ცვლილებები, ამისთვისაც მზად ვართ და დავძენდი, რომ გარდა ამ საკანონმდებლო ცვლილებისა, შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა დამატებით პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მსგავსი პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ და წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და თავისუფალი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი