დავით ბაქრაძე: კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები არ დაუკავებიათ - ასეთ პირობებში საუბარი სასჯელის გამკაცრებაზე არაადეკვატურია
24-05-2016, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე საარჩევნო პროცესისას ძალადობის გამოვლინებაზე სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება.

 

 

”კორცხელის ინციდენტის შემდეგ სამი დღე გავიდა და არც ერთი ის ადამიანი, ვინც იდენტიფიცირებულია, ვისი სახელიც გვარიც ყველამ იცის და ვინც ყველამ დაინახა, არ არის დაკავებული და დაკითხვაზე დაბარებულიც კი. ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, რომ თურმე პარლამენტმა კანონი უნდა შეცვალოს და სასჯელი გამკაცრდეს, სრულიად არაადეკვატურია. კი ბატონო, სასჯელი უნდა გამკაცრდეს, მაგრამ დღევანდელი სანქციით უნდა დაისაჯნონ ის ადამიანები, ვინც სისასტიკე ჩაიდინა. იმ პირობებში, როდესაც ეს არ ხდება და როდესაც არც ერთი მათგანი არ არის დაკავებული, სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი არის საკითხის გვერდზე გადატანა და თავის მართლების მცდელობა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი