"2012 წლის არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი გეგმა, სტრატეგია გააცნო საზოგადოებას, იქ ამოცანებიც დასახა და თქვა, რომ 40% პარლამენტში მისთვის არაფერი იყო, 60%-ზე აკეთებდა აქცენტს, რომ მთავრობა დაეკომპლექტებინა. არ ვიცი, პაატა ბურჭულაძეს აქვს ამბიცია, რომ 60%-ზე გავიდეს პარლამენტში"?! - აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გაზეთ "ახალ თაობასთან" საუბრისას გააკეთა.
ცინცაძე ამბობს, რომ დღევანდელი მონაცემებით, პაატა ბურჭულაძე პარლამენტში შევა, მაგრამ, არ იცის, როგორია მისი ამბიციები, დასჯერდება კი მხოლოდ პარლამენტში შესვლასა და რამდენიმეკაციანი ფრაქციის შექმნას.
მისი თქმით, პოლიტოლოგიის კლასიკაა, როდესაც ნეოფიტი ( პოლიტიკისთვის გამოუცდელი) მოდის პოლიტიკაში, მაშინ გადამწყვეტი ფუნქცია ახლო გარემოცვას ენიჭება.
„სწორედ ეს ახლო გარემოცვა არ იწვევს დიდ ნდობას, რადგან ახალი სახეები, კრეატიული სახეები არ არიან. ეს ადამიანები, ყველა უკვე გამოცდილი ჰყავს ქართველ ხალხს, ზოგი შევარდნაძის მმართველობის დროს, ზოგი სააკაშვილის და ზოგიც ივანიშვილის დროს. მე არ ვაფასებ მათ კარგია, ცუდია, ჭკვიანია. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს არ არის სიახლე. თითოეულ მათგანს საზოგადოება კარგად იცნობს, მათ რამდენიმე ნავსაყუდელი გამოიცვალეს. ქართულ პოლიტიკას დღეს ახალი სისხლი სჭირდება. კრეატიული ძალაა საჭირო. ამ მხრივ, ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ბურჭულაძე.
დღეს რთულია თქვა, როგორი იქნება პაატა ბურჭულაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი, იქნება ის ისეთივე წარმატებული პოლიტიკაში, როგორც ოპერაში. თავის დროზე, 2012 წლის არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი გეგმა, სტრატეგია გააცნო საზოგადოებას, იქ ამოცანებიც დასახა და თქვა, რომ 40% პარლამენტში მისთვის არაფერი იყო, 60%-ზე აკეთებდა აქცენტს, რომ მთავრობა დაეკომპლექტებინა. არ ვიცი, პაატა ბურჭულაძეს აქვს ამბიცია, რომ 60%-ზე გავიდეს პარლამენტში?!
დიდ პატივს ვცემ, შემიძლია გითხრათ, ბურჭულაძის ფანატი ვარ, მაგრამ - როგორც საოპერო ბანის. ასევე დიდი გულშემატკივარი ვიყავი ივანიშვილის, როგორც ქველმოქმედის. თუ მეტყვით, რამდენად ამართლებს არაპროფესიონალი პოლიტიკოსი, გეტყვით, რომ იშვიათად.
საინტერესო მაგალითია ამერიკაში ტრამპის გამოჩენა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, თეთრ რაშზეა ამხედრებული, მაგრამ დაველოდოთ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. უცნობი სახე შეიძლება ასე უცებ გამოჩნდეს და გაიმარჯვოს კიდეც, ხელისუფლების სათავეში მოვიდეს. ამის ბევრი მაგალითი ახსოვს პოლიტიკის ისტორიას, მაგრამ, რამდენად იყვნენ წარმატებულები ქვეყნის მართვაში, თითქმის არ მახსენდება. არ მახსენდება, ნეოფიტს უშეცდომოდ ემართა ქვეყანა. გამონაკლისები, ცხადია, არიან, მაგალითად, აბრაამ ლინკოლნი, რომელიც ხის მჭრელი იყო, მაგრამ ის თვითნაბადი იყო და ასეთები რამდენიმე საუკუნეში ერთხელ იბადებიან," აცხადებს სოსო ცინცაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.