თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სხვადასხვა პრობლემური საკითხი განიხილეს.
როგორც guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სასმელი წყლის პრობლემა სახელდება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჭაბურღილების მოწყობა იწყება. უახლოეს მომავალში სამუშაოები დაიწყება სოფ. ძევრში, პროექტის ღირებულება 56 460 ლარი („სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ 27 892 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 568 ლარის თანადაფინანსებით); სოფ. კვახჭირში, პროექტის ღირებულება 45 321 ლარი („სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ 31 310 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 011 ლარის თანადაფინანსებით); სოფ. ალისუბანში-პროექტის ღირებულება 65 564 ლარი, რომელიც მთლიანად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ ფინანსდება.
აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ჭაბურღილების მოწყობა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.