ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების პარკი შენდება
24-05-2016, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღის გაშენება ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება. დღეს ბაღის სამშენებლო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე ადგილზე გაეცნენ.

 


როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პარკში დარგულ უნიკალურ ხეებს შორის არის 16 ტიტას ხე, 9 სექვოია, 10 მეტასექვოია, 9 მარადმწვანე მუხა, 8 ოქროსფერი კვიპაროსი, 4 ჰიმალური ჯედარი და სხვა.

 

 

ბაღის გასაშენებლად 150-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე საქართველოში ასოციაცია „ატუს“ დაკვეთით შემოვიდა. ასოციაციის ინიციატივით, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფარსტრუქტურის მოწყობაც იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს წყალგაყვანილობის, გზის სარეაბილიტაციო და გარე განათების მოწყობითი სამუშაოები.

 

 

პროექტის დასრულების შემდეგ „ატუს“ საჩუქარი განსაკარგავად ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ტურისტულ სეზონს ციხისძირი 400 კვ. მ. ფართობზე გაშენებული კეთილმოწყობილი პარკით, გამართული წყალმომარაგებით, კეთილმოწყობილი და განათებული შიდა გზით შეხვდება, რაც ერთობლიობაში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებასა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი