პრემიერი: გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ტალღის მიუხედავად, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას
24-05-2016, 05:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ტალღის მიუხედავად, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას და უკუვაგდოთ მზარდი ჰიბრიდული საფრთხეები, თუმცა მხოლოდ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

 

 

პრემიერის თქმით, საქართველო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კონკრეტულ შედეებზე, რათა ალიანსს პარტნიორობის ხელშესახები სარგებელი აჩვენოს.

 

 

”დეკემბრის მინისტერიალის დროს აღნიშნული მზადყოფნა კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც აღინიშნა, რომ “საქართველოს ურთიერთობას ალიანსთან აქვს ყველა პრაქტიკული მახასიათებელი, რაც მის წევრობისთვის მომზადებას უზრუნველყოფს”, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ალიანსის ამ გადაწყვეტილების განუყოფელი, პოლიტიკური კომპონენტი გახდა. საქართველო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კონკრეტულ შედეგებზე, რათა ალიანსს პარტნიორობის ხელშესახები სარგებელი აჩვენოს. ჩვენ სრულად ვიყენებთ NATO-ს მექანიზმებსა და პროგრამებს, რათა კიდევ მეტად გავზარდოთ საქართველოს თავსებადობა ალიანსთან”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მანვე კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს იმართება.

 

 

”ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენციაზე. ამ კონფერენციამ თავი დაიმკვიდრა, როგორც რეგიონის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფორუმმა. აქ განიხილება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები და ხდება საერთო, სტაბილური მომავლის მშენებლობასთან დაკავშირებული მოსაზრებების ურთიერთგაცვლა. ეს კონფერენცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს იმართება”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი