ირანის უმაღლესი სასულიერო ორგანოს ხელმძღვანელად 90 წლის მძლავრი ანტი-დასავლელი სასულიერო პირი აირჩიეს
24-05-2016, 05:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის უმაღლესი სასულიერო ორგანოს ექსპერტთა ასამბლეის ხელმძღვანელად სამშაბათს ახალი, მძლავრი ანტი-დასავლელი სასულიერო პირი აირჩიეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ უკომპრომისო სასულიერო პირები სრულად აკონტროლობენ იმ ორგანოს, რომელიც მომავალ სულიერ ლიდერს ირჩევს. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.


90 წლის აჰმად ჯანათი ღია კრიტიკოსია პრეზიდენტ ჰასან რუჰანის და მისი მცდელობების, დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაასრულოს ირანის მსოფლიო იზოლაცია. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ჯანათი 51 ხმით აირჩიეს. იგი ასეევე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა.


88-კაციანი ასამბლეა, რომელიც ძირითადად ასაკში მყოფი სასულიერო პირებისაგან შედგება, მოელიან, რომ სულიერი ლიდერის აიათოლაჰ ალი ხამენეის შემცვლელს აირჩევს. ხამენეი 77 წლისაა და გავრცელებული ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეული აქვს.


სულიერი ლიდერი საბოლოო სიტყვას ამბობს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე. იგი არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და ნიშნავს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელ პირებს, სახელმწიფო მაუწყებლობის ხელმძღვანელს და ეკონომიკური მიმართულებების მთავარ პირებს. პრეზიდენტს კი მასთან შედარებით მცირე ძალაუფლება აქვს.


ახალი ასამბლეისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, ხამენეიმ სთხოვა ახალ ასამბლეას "დაიცვან ირანის ისლამური და რევოლუციური იდენტობა" და ყურადღება მიაქციონ "(მომავალი) სულიერი ლიდერის პერსონალურ და პოლიტიკურ ღვთისმოშიშობას".

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი