დეიმონ უილსონი: რუსეთი ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს, ჩვენი ამოცანაა, არა მხოლოდ პასუხის გაცემა, არამედ სტრატეგიის დასახვა ამ მიმართულებით
24-05-2016, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთი ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს, რათა მიაღწიოს თავის პოლიტიკურ ამოცანებს და ჩვენი ამოცანაა, არა მხოლოდ პასუხის გაცემა, არამედ დავსახოთ მომავალი სტრატეგია ამ მიმართულებით, - აღნიშნული განცხადება აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ უილსონმა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მეათე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

„შევახსენებთ ყველას, რამდენი შესწირა საქართველომ სამშვიდობო მისიებს და ამისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ. ნამდვილად ყველას ძალიან დიდი მადლობა. მსოფლიო წყობა და უსაფრთხოება არის კითხვის ნიშნის ქვეშ, არის პრობლემატური საკითხები და ეს ძირითადად ხდება ევროპის აღმოსავლეთში. თქვენ ამ პრობლემების ჩრდილოეთში იმყოფებით. ოლიტიკური რელიეფური ცვლილებები გამოწვეულია იმით, რაც მოხდა მოსკოვში, იმით რაც ვნახეთ 2008 წელს საქართველოში და 2015 წელს უკრაინაში. როცა ვსახავთ გრძელვადიან ამოცანას, სტრატეგია გამყარებულია რეგიონში მშვიდობის მიღწევით, მაგრამ რუსეთი ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს, რათა მიაღწიოს თავის ამოცანებს. ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ პასუხები, ჩვენი ამოცანაა დავსახოთ გრძელვადიანი სამშვიდობო სტრატეგია“, - აღნიშნა უილსონმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი