გიორგი პაპუაშვილი: ეს პირველად ხდება მგონი საქართველოში, რომ უკვე მიღებული კანონი გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში
24-05-2016, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს პირველად ხდება მგონი საქართველოში, რომ უკვე მიღებული კანონი გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში, - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა, კანონპროექტი საწყის ეტაპზე ვენეციის კომისიაში არ გადაიგზავნა.


”ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით მოსაზრება, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო, კანონპროექტი უნდა ყოფილიყო უფრო დეტალურად განხილული დაინტერესებულ პირებთან, ექსპერტებთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა ევროპის საბჭოს მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტარებთან, კანონპროექტი საწყის ეტაპზე არ გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში. ეს პირველად ხდება მგონი საქართველოში, რომ უკვე მიღებული კანონი გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში. მიღების დროსაც საინტერესოა, მაგრამ უფრო მიღების პროცესშია საინტერესო მათი პოზიცია”, - განაცხადა პაპუაშვილმა.


მისივე თქმით, კანონპროექტის შინაარსზე ვერ ისაუბრებს, რადგან ის შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.


”შინაარს არ შევეხები, რადგან ის თეორიულად შესაძლოა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და არ მინდა გამოვთქა ჩემი პირადი აზრი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.


პროექტი პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, 14 მაისს მიიღო, 20 მაისს კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი