ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს სხდომა გაიმართა, რომლის დასაწყისში პარტია „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ კომისიის თავმჯდომარეს ირინა მილორავას მიმართა, გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების დაწევის საკითხი სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხად შეეტანათ. ამის შესახებ guardian.ge-ს "მემარცხენე ალიანსიდან" აცნობეს.
„ყოველდღიურად ეროვნული ვალუტა ლარი მყარდება. ეკონომისტების განცხადებით, ლარი ორ ნიშნულზე დაბლა დაიწევს. ამდენად, მოვითხოვთ, განსახილველ საკითხებში შეიტანოთ ტარიფების დაწევის საკითხი. ამით, უამრავი ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა შემსუბუქდება," განაცხადა სხდომაზე პაატა ჯიბლაძემ.
სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხდებოდა.
მისივე თქმით, საკითხის განსახილველად კომისიას 7 დღით ადრე უნდა ეცნობოს. ამასთან, მილორავამ აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციების და „ენერგო-პროსა“ და „თელასს“ ანგარიშის შესაბამისად, სემეკი წლის ბოლომდე 150 დღეში ტარიფს გადახედავს.
"კანონის შესაბამისად, საკითხის განხილვამდე, კომისია მინიმუმ 7 დღით ადრე გაასაჯაროვებს ინფორმაციას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება კომისიის ვებ გვერდზე და მედიასაშუალებებში. გარდა ამისა, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, კომისიის პრაქტიკის შესაბამისად, ჩაინიშნება საჯარო განხილვები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება. სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით, ტარიფების გადახედვის პერიოდი 150 დღიან ვადას მოიცავს", - განაცხადა ირინა მილორავამ.
„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი სემეკის თავმჯდომარისგან ითხოვდა, დაესახელებინა კონკრეტული დრო, როდის დაიწყებს კომისია ტარიფის გადახედვას.
”მემარცხენე ალიანსის” ლიდერებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ მილორავას ნათქვამიდან გამომდინარე, ეს პროცესი ერთი თვის შემდეგ უნდა დაიწყოს. სოსო შატბერაშვილის განცხადებით, თუ სემეკი თავის პირობას არ შესასრულებს საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.