თამაზ მეჭიაური კორცხელის ინციდენტს გამოეხმაურა. ვისაც ზომაზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვის დაპატიმრებებში, დარბევებში აჯობებს, დაცვით იარონ, - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე განცხადებით, შესაძლოა საქმე პირად ანგარიშსწორებასთან გვქონდეს, რადგან მმართველმა გუნდმა სამართლიანობის აღდგენა ვერ შეძლო.
“ე.წ დაზარალებულები საკმაოდ ხშირად ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციებში, ამიტომ ვისაც ზომაზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვის დაპატიმრებებში, დარბევებში აჯობებს, დაცვით იარონ, რადგან ხელისუფლებამ, ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა, იმ დოზით რა დოზითაც მოსახლეობას შეპირდა.
ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთოს ამგვარი ქმედებები, რადგან ყოველივე ეს გამოყენებული იქნება მათ წინააღმდეგ. უკვე დაანონსებული არჩევნები შესაძლოა გამოყენებული იქნეს „თბილისურ მაედნად“ რისი მცდელობაც, ცალსახად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან დაკავშირებულ ზოგიერთ პარტიას აქვს“, -აცხადებს თამაზ მეჭიაური.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.