”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე მონაწილეობდა.
”სატელევიზიო კადრებიდან ამოღებულ ფოტოზე ჩანს გია იანტბელიძე, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ნიკა მელიას მიმართ დაიწყო ჩხუბი. გია იანტბელიძე არის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენ მივმართავთ ჭიდაობის ფედერაციას, ასევე მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიიღონ გადამწყვეტი ზომები და გია იანტბელიძე გადააყენონ მწვრთნელის პოზიციიდან. იმედი გვაქვს, რომ კალაძის ცოლის ძმის მფარველობა გია იანტბელიძეს დაკავებულ თანამდებობას ვერ შეუნარჩუნებს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.