სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა
24-05-2016, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს სხდომაზე 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა.

 

 

სხდომაზე გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა. ლილუაშვილის თქმით, გიორგი ბაგრატიონი ერთ-ერთი წარმატებული გამგებელი იქნება დღეს არსებულ გამგებლებს შორის. ამის თქმის საფუძველს მას აძლევს გიორგი ბაგრატიონის კარიერა. ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი ბაგრატიონი „თბილსერვის ჯგუფს” და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

 

 

თბილისის მერის მოადგილეს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ კითხვით მიმართა - თუ იცის ლილუაშვილმა მერიაში მაღალ თანამდებობებზე მერამდენე ცვლილება განხორციელდა. „ჩვენ 25-მდე დავთვალეთ და შემდეგ სათვალავი აგვერია. ეს კანდიდატურა ძალოვან სტრუქტურებს უკავშირდება. არჩევნების გამო ხომ არ ინიშნება იგი სამგორის რაიონის გამგებლად?“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

 

 

ლილუაშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სრუქტურებშიც მუშაობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ის კარგი მენეჯერი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი