„პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ”ქართულ ოცნებას” საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანასა და სიცრუის ტირაჟირებაში სდებს ბრალს. პოლიტიკური მოძრაობა აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge სრულად გთავაზობთ:
”გაუგებარია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ”ქართულმა ოცნებამ” 2016 წლის 22 მაისს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში, ქალაქ ოზურგეთში ”ნაციონალური მოძრაობის” და პაატა ბურჭულაძის ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთობლივად წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი დაამარცხა. ვინაიდან 2016 წლის 21 მაისს გაიმართა მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისათვის“ სადამფუძნებლო ყრილობა და ამ მომენტისთვის პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტები რეგისტრაციის მიზნით, ჯერ კიდევ არ არის შეტანილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
მიგვაჩნია, რომ ”ქართული ოცნების” მხრიდან ადგილი აქვს ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ცრუ ბრალდებებს, რაც გამოიხატა ”ქართული ოცნების” მხრიდან სიცრუის ტირაჟირებასა და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში. შესაბამისად მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერების განცხადებით გაუგებარია, როგორ შეძლებდა იურიდიულად პაატა ბურჭულაძის პარტია საერთოდ კანდიდატის დასახელებას.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 141-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5 - კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში”, - აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.