მიხეილ სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, სტატისტიკურად ნებისმიერი საშუალო ჭორვილელი გლეხი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი
24-05-2016, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დარწმუნებული ვარ, სტატისტიკურად ნებისმიერი საშუალო ჭორვილელი გლეხი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი. ამ კაცს ერთი ნიჭი აქვს განვითარებული მხოლოდ - პათოლოგიური მატყუარაა,“ აღნიშნული განცხადება ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ უკრაინიდან ჩართვისას გააკეთა.

 


ჟურნალისტის შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის იდეა არა თქვენ, არამედ მას ეკუთვნოდა და თქვენ ეს იდეა მიითვისეთ მისგან, - სააკაშვილმა ასე უპასუხა:

 


„ვერც განათლებას იყიდი, ვერც ინტელექტს. დარწმუნებული ვარ, სტატისტიკურად ნებისმიერი საშუალო ჭორვილელი გლეხი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი. ამ კაცს ერთი ნიჭი აქვს განვითარებული მხოლოდ - პათოლოგიური მატყუარაა, ცრუპენტელაა უბრალოდ. ამასწინათ ისე აუღელვებლად ჰყვებოდა, რომ მე მას ვთავაზობდი თურმე ბოტანიკური ბაღის მითვისებას, გეგონება მე რამე მიმითვისებია ცხოვრებაში. თუ რამის მითვისება იქნებოდა, ვინმეს მითვისებას თუ ვუშვებდი, მე მივითვისებდი, რაღა მაგას შევთავაზებდი. თურმე ვეხვეწებოდი, მიითვისე ბათუმის და თბილისის ბოტანიკური ბაღი. ამას ისე წარბშეუხრელად ყვება, რომ მართლა შეიძლება, მე რომ არ ვიყო მე, შეიძლება დავეჭვებულიყავი. პროექტი, რიმელიც მას შევთავაზე ძაან დაყვავებით და მტკიცედ, იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ცივი უარი მითხრა. ამის შემდეგ ვიპოვეთ ამერიკელების 140 მილიონი დოლარი, თუ არ ვცდები და ჰილარი კლინტონთან ბევრი მოლაპარაკების შემდეგ, ჩემ მეგობართან და ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთან ახლა, ავაშენეთ ეს შენობა, რომელიც დაგვიჯდა 100 მილიონზე მეტი და ამათ გაყიდეს 25 მილიონად და გაყიდეს ბინებად და ჩააფლავეს პროცესი. ფული გვქონდა და 2013 წლის აგვისტოში, სექტემბრის დასაწყისში ამ უნივერსიტეტს უნდა მიეღო პირველი სტუდენტები, გვყავდა უკვე პარტნიორები, გვყავდა მასწავლებლები, გვქონდა აკრედიტაციაზე შეთანხმება, გვქონდა ფული, ეს იყო მართლაც გარღვევა საქართველოსთვის. ის რომ, ის მუდმივად ყვება, ეხლა ავაშენებ, იქნება, მართლა დებილები ხომ არ ვგონივართ, რამდენი უნდა იძახოს რომ რაღაცა იქნება, საოცარ მეოთხე წელიწადს, მისი დაპირების, რაღაცა იქნება 7 წლის შემდეგ, დააკვირდით როდინდელზე გვეუბნება, მე მგონი ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი, მე მგონი კი არა არის ბრძენი და ისინი მე მგონი ვერ ხვდებიან საერთოდ სად ოპერირებენ.ხალხი ელოდა მათგან სულ სხვა რაღაცას და მიიღეს სრულიად საწინააღმდეგო და აგრძელებს ისევ იგივეს, ახალი არაფერი არ არის - ტყუილები, ამჯერად შეზავებული ძალადობასთან. მე ვფიქრობ, რომ როცა ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებზე, დავუბრუნდებით ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეას,“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი