საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს პარტია "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე. მან TVfree.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკადან წასვლა დროებითია და იგი აუცილებლად დაბრუნდება.
"ირაკლი ღარიბაშვილი იყო ძალიან გულდამწვარი ქართველი კაცი, ძალიან ბევრ რამეს ეწინააღმდეგებოდა. ისიც ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყნის ელჩები ძალიან ხაზს უსვამდნენ, რომ პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს არ აქვთ კარგი ურთიერთობა და ამით საქართველოს იმიჯი უცხოეთში ვარდებაო. არ არის ესე. ირაკლი ღარიბაშვილი შესანიშნავი ნიჭიერი ქართველი იყო, მისი პოზიციაც შესანიშნავი იყო, კახურად, თუ რაღაცა არ მოსწონდა, არავის არ უთმობდა და პირდაპირ ამბობდა ამას. ნუ, ეხლა უცხოელებს არ მოეწონათ მაგრამ, ეს დროებითია, ირაკლი დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ. ეგეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველების დაკარგვის უფლება ჩვენ არ გვაქვს," განაცხადა გოგი თოფაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.