„მრეწველების" ლიდერი დედაქალაქის მერიის მუშაობით უკმაყოფილოა. TVFree.ge – სთან საუბრისას გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ სწორად უნდა შეარჩიოს ის კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვთ. თოფაძე აცხადებს, რომ გადასახედია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიათა საკითხიც.
„სამწუხაროდ მერია ძალიან ცუდად მოიქცა, აქ გვინდოდა ავტობუსების წარმოება დაგვეწყო, მოვნახეთ ადგილი, შეთანხმებულნი ვიყავით ხალხთან, დღემდე ვერ გავიგე რა მაქინაციები მოხდა, რატომ მოიგო ტენდერი იმ კომპანიამ, რომელმაც რაღაც გაზზე მომუშავე გაურკვეველი მანქანები უნდა შემოიყვანონ. არ ჯობდა ადგილობრივი წარმოება? ეს კრიმინალია“ – გაცახადა გოგი თოფაძემ. „მრეწველთა“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში დედაქალაქის მერიის მუშაობაში ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.