კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენებმა გამომძიებლებს ჩვენება მისცეს
25-05-2016, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გუშინ კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენებმა გამომძიებლებს ჩვენება მისცეს. ექვსი საპორტსმენის გამოკითხვა ხუთი საათი გრძელდებოდა. ისინი ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ. კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენებმა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.


პარალელურად შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტსმენების ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. ადვოკატ ზურაბ ბელთაძის განცხადებით, გამოკითხვის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებს, თუ რა იყო აღნიშნული ინციდენტის მაპროვოცირებელი. ადვოკატის განცხადებით, სპორტსმენები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ და არ არის გამორიცხული, რომ ისინი კიდევ დაკითხონ.


როგორც ბელთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორცხელის ინციდენტის შედეგად დაზარალებულია ერთ-ერთი სპორტსმენი, რის შესახებაც შსს-ს ინფორმაცია უკვე მიეწოდა. საქმეზე გამოძიება 122-ე მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატი არ გამორიცავს, რომ საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი