”აუდიტორია 115"-ის წევრები თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნით დღეს აქციას გამართავენ
25-05-2016, 01:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”აუდიტორია 115"-ის წევრები სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ყოფილ თავმჯდომარეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი ხელისუფლებას სთხოვენ თვითმმართველობის გაუქმების შესახებ პოზიცია დღეს, 18:00 საათამდე დააფიქსიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ”აუდიტორია 115"-ის წევრები პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

 

 

პარალელურად აცხადებენ, რომ დღეს, 18:00 საათზე, თსუ-ში საპროტესტო აქცია გაიმართება.

 

 

სტუდენტურ თვითმმართველობასა და ”აუდიტორია 115"-ის შორის მომხდარ დაპირისპირებას არ უარყოფენ არც სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. ამასთან ადმინისტრაცია და რექტორატი გმობს სტუდენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას და აცხადებენ, რომ საკითხს ეთიკის კომისია შეისწავლის.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, სტუდენტებს შორის ნებისმიერი სახის დაპირისპირება მიუღებელია და მსგავსი ფაქტები უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს.

 

 

„ვგმობთ ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ გარკვეული პროვოკაციების საფუძველზე უნივერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო დავძაბოთ. მოვუწოდებ ყველა სტუდენტს, პროფესორს, უნივერსიტეტის თანამშრომელს იყვნენ ფხიზლად, რათა მსგავსი ფაქტები არ გამეორდეს და არ გადაიზარდოს უფრო დიდ დაპირისპირებაში“, - განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

 

თსუ-ს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 მაისს ორ სტუდენტს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას რამდენიმე სტუდენტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით განიმუხტა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი