თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ორივე მოადგილე "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს
21-07-2014, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მალხაზ მჭედლიშვილი და გიორგი ახვლედიანი გახდნენ. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის ორი მოადგილე აირჩიეს. ორივე მათგანი ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან. მალხაზ მჭედლიშვილს საკრებულოს სხდომაზე მხარი 36 დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ახვლედიანს კი 35-მა, წინააღმდეგი იყო – 2.

 


გარდა ამისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 11 კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს. კერძოდ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გახდა ნუგზარ მალაღურაძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიას თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას კი – ლია ჯახველაძე.

 

 

საკრებულოში ასევე 9 ფრაქცია შეიქმნა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ფრაქციის თავმჯდომარეები დაამტკიცეს, კერძოდ, "ქართულ ოცნებას" საკრებულოში 6 ფრაქცია ეყოლება, "ნაციონალურ მოძრაობას" – 2, ხოლო "დემოკრატიულ მოძრაობას" – 1.

 


თუ რატომ არ დაამტკიცა საკრებულომ თავმჯდომარის ორი მოადგილის პოსტზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა. მისი განმარტებით, წინა მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი მოადგილის სტატუსი წმინდა პოლიტიკური იყო.

 


"ჩვენი ხედვა ასეთია, რადგანაც ქართულმა ოცნებამ პასუხიმგებლობა აიღო ქალაქის მართვაზე და მისი პრობლემების მოგვარებაზე, აქედან გამომდინარე მისი ხედვა უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, "ქართული ოცნებიდან" აირჩა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა. მისივე თქმით, კომისიის ახლად არჩეულ შემადგენლობაში არიან ოპოზციური ფრაქციების წარმომადგენლებიც, რაც საკრებულოში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას გამორიცხავს.

 

 

კომენტარები: 1
#1  მაკა
      
ვის ხელში ჩავვარდით. ლია ჯახველაძე და მისთანები რისი გამკეთებლები არიან. ქალმა ინტიგრანობის მეტი და ანონიმური წერილების წერის მეტი არაფერი იცის.
12 აგვისტო 2014 14:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი