ჯონ ქერი: პრეზიდენტ ობამას და ამერიკელი ხალხის სახელით, ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს
25-05-2016, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. მილოცვის განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.



„პრეზიდენტ ობამას და ამერიკელი ხალხის სახელით, ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. 26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს 25-წლიან მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას.


ჩვენ ვუყურებთ საქართველოს, როგორც წამყვან მაგალითს დემოკრატიული პროგრესის კუთხით რეგიონში - ეს მიღწევა მით უფრო შესამჩნევია იმ ფონზე, რომ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია.


აშშ უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ისევე როგორც მის სწრაფვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაერთიანების გზაზე.


ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს თავგანწირვასა და თანამშრომლობას ავღანეთში, ამ ქვეყნის ხალხისა და რეგიონის უკეთესი მომავლის მხარდასაჭერად.


ვულოცავ ქართველ ხალხს ამ საამაყო დღეს და მოუთმენლად ველოდები პარტნირობის შემდგომ გაღრმავებას უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოსთან," ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი