საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები ევროკავშირის იუსტიციისა და შს მინისტრების საბჭოსთვის საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მოამზადებენ.
„ძალიან კარგია, რომ მაქვს განმარტების შესაძლებობა. განხილვა არ გადადებულა და მოხდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ეს თქვენ შეგიძლიათ დღის წესრიგშიც ნახოთ. ეს იყო მუდმივი წარმომადგენლობის დონეზე პირველი მოსმენა, სადაც იმსჯელეს საქართველოს საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის წინაპირობა, კერძოდ, მუდმივი წარმომადგენლობები ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის, რომლის სხდომა დაგეგმილია ივნისის დასაწყისში. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ მუდმივმა წარმომადგენლებმა მოამზდონ საკუთარი პოზიტიური გადაწყვეტილება საბჭოსთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე განმარტებით, მუდმივი წარმომადგენლობები ამ განხილვების ფარგლებში ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის.
„კონკრეტულად საქართველოს დონეზე იყო მსჯელობა და არა სხვა ქვეყნებზე, მუდმივი წარმომადგენლობების დონეზე, ისინი ამ განხილვების ფარგლებში ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის, რომელიც შედგება იუსტიციისა და შს მინისტრებისგან. ამ საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. იმედს ვიტოვებთ, რომ მუდმივი წარმომადგენლობები პოზიტიურად შეაფასებენ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელსაც ვესწრებოდი, ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება და იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. ველოდებით, რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციისა და შს მინისტრების საბჭო ივნისში“, - განაცხადა ჯანელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.