ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე 2 მლნ 800 000 ლარი დაიხარჯება - ედუარდ აღასარიანი
25-05-2016, 02:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის ცნობით, მუნიციპალიტეტში 3 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.


როგორც guardian.ge-სთან საუბარში აღასარიანმა განაცხადა, პროექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და სამ პროექტზე, ჯამში, 2 მლნ 800 000 ლარი დაიხარჯება.


„წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ნაწილი უკვე გავაკეთეთ,  ახლაც ვმუშაობთ, ნაწილი კი მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულდება. ამ ეტაპზე, 3 პროექტია მიმდინარეობის პროცესში, ამ წუთებშიც ხორციელდება სამუშაოები. ეს პროექტებია გზების მოასფალტება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სტადიონის აღდგენითი სამუშაოები.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ახალქალაქში და ასევე კეთდება 1 700 მეტრიანი ახალქალაქი-ბავრას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი.


ხორციელდება ასევე სოფელ ბურნაშეთში წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


და ბოლოს, მესამე დიდი პროექტი, რომელიც ახლა ხორციელდება, არის ახალქალაქის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია.


შემიძლია გითხრათ, რომ წყლის სისტემისა და სტადიონის რეაბილიტაცია, მაქსიმუმ 15 დღეში, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. რაც შეეხება გზების მოასფალტებას, ამ სამუშაოებს ივლისის ბოლოსთვის დავასრულებთ, აღნიშნული სამუშაოების უფრო სწრაფ ტემპში გაკეთება იყო დაგეგმილი, თუმცა, ეს გადაუღებელი წვიმის გამო ვერ ხერხდება“- განუცხადა guardian.ge-ს ედუარდ აღასარიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი