საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
25-05-2016, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. წმინდა სინოდის სხდომის საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტება დეკანოზმა, კახაბერ გოგოტიშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, მართლმადიდებელი სამყარო ემზადება წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად, რომელიც საბერძნეთში ივნისში გაიმართება. მისივე განცხადებით, აქედან გამომდინარე, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან, თავიანთ ადგილობრივ კრებას ატარებენ და წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ.

 

 

„დღევანდელ დღეს საქართველოს ეკლესიაში სწორედ ეს პროცესია. წმინდა სინოდი შეიკრიბა, რათა წმინდა და დიდ კრებაზე მისაღები დოკუმენტები განიხილოს, თავისი შენიშვნები გამოთქვას ან დაადასტუროს, რომ ეს საბუთები მისაღებია და ხელი მოეწერება. ამ დასკვნას წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ სინოდის წევრები გაგვაცნობენ“, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

 

 

16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაიმართება მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრება, რომელზედაც მართლმადიდებელი ეკლესია იმსჯელებს ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი