ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ კვირიკე-ხუცუბნის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და კვირიკეს მოსახლეობას შეხვდა.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა ათწლეულების მანძილზე ამორტიზებული იყო, რაც სოფლებს შორის მიმოსვლას აფერხებდა.
შიდა სასოფლო გზის 1 800 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დღეს დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიება აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად უწყება 480 ათას ლარს დახარჯავს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „სამკუთხედი“ აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.