ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ ფინალისტს, ნია შაქარიშვილს შეხვდა.
ნია შაქარიშვილმა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა. გამგებელმა ნორჩ ინტელექტუალს მორიგი გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ ფინალურ შოუ-კონკურსში მუნიციპალიტეტებისა და თბილისის სკოლების 82 ეტალონი მოსწავლე მონაწილეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.