დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული
25-05-2016, 04:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული, - ხელშეკრულებას ამის თაობაზე დღეს საჰაერო ნავიგაციასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის მოეწერა ხელი.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

 

 

„დღეიდან საქართველოს ცა არის დაზღვეული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი ჩვენს საჰაერო სივრცეში გადაფრენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობები სრულად დაზღვეულია მესამე პირისთვის და ეს სადაზღვევო პრემია შეადგენს 500 მილიონ დოლარს. ეს არის ერთი მხრივ, ვალდებულება, რაც ჩვენ გვაქვს ევროპის ცასთან შეერთებით, მეორე მხრივ, ეს არის აუცილებელი თვითონ ქვეყნისთვის, რომ რისკები იყოს სრულად მართული. აღნიშნული თანხები დღეს რეალურად ჩადებულია გადამფრენის ტარიფში, შესაბამისად, ეს პრაქტიკულად გადახდილია გადამფრენი კომპანიების მხრიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

საჰაერო ნავიგაციაში აცხადებენ, რომ პროექტი უპრეცედენტოა და მას საქართველოს საავიაციო ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. 2016 წლის დასაწყისში გამოცხადდა ღია ტენდერი, სადაც გაიმარჯვა სადაზღვევო კომპანია „უნისონმა“.

 

 

საჰაერო სივრცის დაზღვევა ითვალისწინებს საქაერო ნავიგაციის საქმიანობის შედეგად შესაძლო სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევებს მესამე პირთა წინაშე, ანუ თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში კომპანიის ბრალეულობით მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ დაცული, ხოლო ზარალი ანაზღაურებული იქნება. საქაერო ნავიგაციის საქმიანობის არეალია საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო აეროპორტების, აფრენა-დაფრენის ზონები და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის მაღალი სიმაღლე.

 

 

სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ პასუხისმგებლობის ლიმიტი 500 მილიონი აშშ დოლარია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი