ომარ ნიშნიანიძე არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს. შესაბამისი განცხადება ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში თავად გააკეთა და განმარტა, რომ შესაძლოა, თამაზ მეჭიაურის გუნდში ვიხილოთ.
”მე წელიწადნახევრის წინ ვიყვირე პირველად, რომ პარტიაში არ იყო კარგად მდგომარეობა. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. ყრილობამაც, სამწუხაროდ, გამიცრუა იმედი, მითუმეტეს პოლიტსაბჭოს ახალმა, შემომატებულმა წევრებმა, რომლებმაც საოცარი სიურპრიზი მოგვიტანეს. ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, მე ვიქნები თუ არა მათთან ეს არის საკითხავი. არ გამოვრიცხავ, რომ წავიდე... ვერავის დავუთმობ ამ ქვეყანას, ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ვიბრძოლებ ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში, იმიტომ რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა. ამიტომაც მე ვარ იმ ფუნდამენტურ საფუძვლებთან ერთობაში, რომელიც, თავის დროზე, გამოაცხადა ”ქართულმა ოცნებამ”. კონტურები უკვე გამოკვეთილია და არ არის გამორიცხული, დღეს ან ხვალ ეს გადაწყვეტილება მივიღო. არ მინდა ბიძინა ივანიშვილის წინაარმდეგი წავიდე, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ერთგული, ისევე როგორც სამშობლოს ერთგული”, - განაცხადა ნიშნიანიძემ, რომლის ინფორმაციითაც, ”ქართული ოცნება” შესაძლოა სხვა ადამიანებმაც დატოვონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.