დეპუტატი თამაზ მეჭიაური მიესალმება, თუკი კოლეგა ომარ ნიშნიანიძე ”ქართულ ოცნებას” დატოვებს და პოლიტიკურ მოღვაწეობას მასთან ერთად განაგრძობს.
”ომარ ნიშნიანიძესთან გასაყოფი არაფერი მაქვს. ის ზღვების საკითხებშია და მე ხმელეთზე ვარ. ომარი მეგობარი კაცია და იდეურათაც საკმაოდ ახლოს არის, თუ მას ასეთი სურვილი ექნება, დიდი სიამოვნებით. საერთოდ, ყველა თემაზე ყველასთან ვსაუბრობ ფრაქციის შიგნით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს თემა არ გაგვივლია, თუმცა მივესალმები მის ასეთ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა მეჭიაურმა.
დეპუტატის თქმით, რა სახელწოდება ექნება მის პარტიას, დაახლოებიოთ ორ კვირაში გახდება ცნობილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს. მისივე თქმით, ის შეიძლება თამაზ მეჭიაურის გუნდში ვიხილოთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.