ომარ ნიშნიანიძე - „ქართულმა ოცნებამ“ იმედი გამიცრუა, თამაზ მეჭიაურის პარტიაში გადავდივარ
25-05-2016, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და მოღვაწეობას თამაზ მეჭიაურის პარტიაში გააგრძელებს.

 

ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ თავის მომავალს „ქართულ ოცნებაში“ ვეღარ ხედავს, გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კი „ქართული ოცნების“ მიერ არასწორი ნაბიჯების გადადგმას ასახელებს.

 

”მე წელიწადნახევრის წინ ვიყვირე პირველად, რომ პარტიაში არ იყო კარგად მდგომარეობა. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. ყრილობამაც, სამწუხაროდ, გამიცრუა იმედი, მითუმეტეს პოლიტსაბჭოს ახალმა, შემომატებულმა წევრებმა, კერძოდ, კი კოღუაშვილმა, რომელმაც საოცარი სიურპრიზი გაგვიკეთა. ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, მე ვიქნები თუ არა მათთან ეს არის საკითხავი. ვერავის დავუთმობ ამ ქვეყანას, ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ვიბრძოლებ ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. მე ვარ იმ ფუნდამენტურ საფუძვლებთან ერთობაში, რომელიც, თავის დროზე, გამოაცხადა ”ქართულმა ოცნებამ”. კონტურები უკვე გამოკვეთილი, არ მინდა ბიძინა ივანიშვილის წინაარმდეგი წავიდე, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ერთგული, ისევე როგორც სამშობლოს ერთგული”, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

 

ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაურთან უკვე ისაუბრა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის კი პირადად ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი