”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, სოფელ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა კახი კალაძემ აიღოს.
ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა სერგო რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, ”იმ დღეს ვითარება კალაძეს მიყავდა”.
”ჩვენ ვხედავთ, რომ არავინაა დაკავებული. საერთოდ არ არის საუბარი შემკვეთებზე. შემსრულებლები ყველანი ღია ეთერით ვიხილეთ. გუშინ ვნახეთ, რომ დამნაშავე პირები აქეთ აყენებენ ულტიმატუმს, რომ დაკავების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ვიდრე არ იქნება საუბარი დამკვეთზე, ვიდრე მთავრობასა და უმრავლესობაში არ იქნება ნება იმისა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს მას, ვინც ეს ინციდენტი დაუკვეთა, მანამ დამნაშავეები ულტიმატუმის ფორმით ისაუბრებენ”, - განაცხადა რატიანმა.
რატიანს ბიუროს სხდომის წამყვანმა ზვიად ძიძიგურმა უპასუხა, რომ ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება მხოლოდ სასამართლოს მიერ ხდება და ამის უფლება არავის აქვს, სასამართლოს გარდა.
ძიძიგურის თქმით, ის, ვინც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული საარჩევნო პროცესების მშვიდად, დემოკრატიულად და ძალადობის გარეშე წარმართვით, არის ხელისუფლება და უმრავლესობა.
”ბიუროს ოთახიდან კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამართალდამცავებს, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ყველას თავისი სახელი დაერქვას - ვინ არის დამნაშავე, ვინ - პროვოკატორი და ვინ რა ნაბიჯი გადადგა”, - განაცხადა ძიძიგურმა რატიანის საპასუხოდ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.