სარფის სანაპირო ზოლზე გზის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
25-05-2016, 05:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს დაკვეთით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის გაფართოების, დაცვისა და გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

 


სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზა საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალია და მსაზე დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 ავტომობილი გადაადგილდება.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გზის მდგრადობას, ტრანსპორტსა და მგზავრებს. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, გზის 932 მეტრიანი ნაწილი, რომელზეც კლდოვანი ციცაბო ფერდობიდან ინტენსიურად ცვიოდა ლოდები და ავტომობილებისა და ტვირთების დაზიანებას იწვევდა.

 


პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 110 მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა ქვისცვენის სწინააღმდეგო ბადე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით გაფართოვდება; გაიზრდება სანაპირო ზოლის მოცულობა; სანაპიროზე აშენდება 7,71 მეტრი სიმაღლის ქვანაყარი ბერმა, რამაც ტერიტორია შტორმის დროს უნდა დაიცვას.

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის გაფართოების, დაცვისა და გამაგრების სამუშაოები დაათვალიერს.

 


სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. სარფის ნაპირგამგარების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 58,4 მილონი ლარია. სამუშაოებზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი