20 – 22 მაისის ჩათვლით სომხეთში, ქალაქ წახკაძორში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “Level Up” – მსოფლიოს ეკონომიკური გამოწვევების შესახებ, რომელიც ორგანიზებული გახლდათ სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტური საბჭოს მიერ სომხეთის ახალგაზრდულ ფონდთან თანამშრომლობით. კონფერენციის ნაშრომები გამოქყვეყნდა ცალკე წიგნად - სომხურ და ინგლისურ ენებზე, რომელშიც საუკეთესო ნაშრომებს შორის წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის გურამ ადამაშვილის თემა - ,,საქართველოს მაგალითი ეკონომიკური გამოწვევების გზაზე და კომპანიაში ბალანსირებული სტრატეგიების მიღწევა.“
დაჯილდოების დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი თავად ეწვია აღნიშნულ კონფერენციას, გაეცნო მონაწილეებს პირადად და მათთან ერთად ისადილა. გამარჯვებულებს ორგანიზატორებისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილი კონფერენციაზე საქართველოს შეხვდა, კერძოდ, თამარ შენგელიას, რომელიც ასოციაცია ,,თანადგომა თანასწორობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამავდროულად, ,,პოზიცია“-ს საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი გახლავთ. მის ნაშრომს წარმოადგენდა ,,შესაფერისი ბიზნესსტრატეგიები გამოწვევების წინაშე მდგომ მსოფლიოში უკეთესი ეკონომიკის შესაქმნელად.“ კონფერენციის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გახლდათ კოლუმბიელი ედუარდო რივას გრანადოც, რომელიც საამაყოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიციასთან“ თანამშრომლობს მოხალისედ.
,,პოზიცია“ კვლავ გეგმავს ჩართულობას გლობალური პრობლემატიკის გადაჭრის საკითხებში და მოუწოდებს ახალგაზრდებსაც აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო აქტივობებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.