პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.
პაპუაშვილის თხოვნა მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა გაიზიარეს, რამაც დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.
“არაკაცებო“ – მიმართა ზურაბ ზვიადაურმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ზვიადაურის აღნიშნულ მიმართვას “ნაციონალი“ დეპუტატის, ტარიელ ლონდარიძის გაღიზიანება მოჰყვა.
თანაგუნდელებმა ზვიადაური სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი თანაგუნდელ ტარიელ ლონდარიძის დამშვიდება სცადეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.