„მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურისგან კატეგორიულად მოითხოვა აღძრას სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ დამნაშავე პირთა გამოვლენა-დასჯის მიზნით, რომლებიც მონაწილეობდნენ 2011 წლის 25 მაისის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა სასტიკ დარბევასა და მკვლელობაში. ამის შესახებ guardian.ge-ს "მემარცხენე ალიანსიდან" აცნობეს.
„2011 წლის 25 მაისის ღამეს სააკაშვილის ბრძანებით სპეცრაზმმა და ნაცმოძრაობის ზონდერ-ბრიგადებმა მხეცური სისასტიკით დაარბიეს და დახოცეს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილე ჩვენი თანამემამულეები, რომელთა სისხლზეც მკვლელი სააკაშვილის მიერ ,,დიდი სიამაყით“ იქნა ჩატარებული ჩვენთვის ესოდენ დიდი დღესასწაული 26 მაისის აღლუმი, რაც ქვეყნისა და ერისათვის სულში ჩაფურთხების ტოლფასი იყო.
კატეგორიულად მოვითხოვთ პროკურატურისაგან წინასწარ განზრახული მკვლელობისა და აქციის უკანონო დარბევის მუხლით აღძრას სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ დამნაშავე პირთა გამოვლენა-დასჯის მიზნით, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ შემზარავ დანაშაულში. წინააღმდეგ შემთხვევაში „კორცხელის ინციდენტი“ განმეორდება მთელ საქართველოში, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას გამოუთხრის ძირს.“ - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.