მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ხურჩაში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობით ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს.
”საკმაოდ სერიოზული ფაქტი მოხდა. ნებისმიერი ადამიანის დაღუპვა არის ტრაგედია მთელი ქვეყნისათვის. ადრე თუ გვიან დამნაშავე უნდა დაისაჯოს. არსებობს სახელმწიფო მნიშვენლობის საკითხები და ვფიქრობ, გარკვეულ პოზიტიურ ტენდენციებს ესროლეს და არა მარტო ამ ადამიანს. ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის განვითარებას კიდევ მეტი საფუძველი მიეცემოდა, თუნდაც იმ ჰოსპიტალის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, თუნდაც რუხის სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ. უამრავი საკითხია, რომელსაც ამ გასროლილმა ტყვიამ სერიოზული ზარალი მიაყენა გარდა იმ ოჯახისა, სადაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.