საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო.
ზუგდიდში, ოთხოზორიების ოჯახში, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ედიშერ თოლორაია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.